უკრაინაში კორონავირუსით 800-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
Tbilisi Daily
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 809 შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 57 264 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 456 ადამიანი, 29 769-მ კი ვირუსი დაამარცხა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.