ამერიკა რემდესივირს იმარაგებს
Tbilisi Daily
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამერიკამ covid19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთი იმ იშვიათი წამლის მთელი ოდენობა შისყიდა, რომელიც დაავადების წინააღმდეგ, ამ დროისთვის, შედარებით ეფექტურად გამოიყენება.
ეს კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, თუ როგორ მიუწვდება ხელი დანარჩენ მსოფლიოს ამ მედიკამენტზე.
რემდესივირი პირველი წამალია, რომელიც covid19-ის მქონე პაციენტებში წარმატებულად გამოიყენეს. მაგრამ ეს წარმატება თუ ეფექტი მაინც მცირეა. კლინიკაში მოთავსებული ის პაციენტები, რომლებსაც ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ, 4 დღით უფრო მალე გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე - სხვები. წინასწარი კვლევის შედეგები არ აჩვენებს, რომ ის ადამიანების გადასარჩენად ეფექტურია, მაგრამ კვლევა გრძელდება.
წყარო:ამერიკის ხმა
United States