ზელენსკის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
Pirveliradio Ge
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მეუღლეს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ელენა ზელენსკაია თავს კარგად გრძნობს და დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება. ამჟამად იგი ამბოლატორულ მკურნალობაზე იმყოფება და იზოლირებულია ოჯახის სხვა წევრებისგან.
თავად ვოლოდიმერ ზელენსკიმ და მისმა შვილებმა ვირუსზე ტესტი უკვე ჩაიტარეს. როგორც პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, მათი ტესტირების შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა.