დაპირისპირება მარნეულში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ​საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ, 'ნაციონალურ მოძრაობა' აქციას მართავდა.ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათ წევრებს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ქართული ოცნება კი დაპირისპირების პროვოცირებაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.