ოპოზიცია უნდა გამოვიდეს თავისი სიტყვების ტყვეობიდან, დაიწყონ პარლამენტში მუშაობა - ალეკო ელისაშვილი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას ურჩევს, თავიანთი სიტყვების ტყვეობიდან გამოვიდნენ და პარლამენტში მუშაობა დაიწყონ. ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
'მივესალმები გადაწყვეტილებას, კარგია, რომ შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა 'ქართულმა ოცნებამ'. ახლა მთავარია კენჭისყრაზეც იგივე შედეგი დადგეს, მანდატები არ შედგეს, რადგან შეთანხმება არის გასაფორმებელი. შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოვიდეს ოპოზიცია. დგას ერთი კვირაა ოპოზიცია და გვლანძღავს. ჩვენ ორმა კაცმა რაც შევძელით იმდენს მივაღწიეთ არ მოსწონთ? იმუშაონ თვითონაც და გააუმჯობესონ. პირიქით მივესალმებით. 1 მარტამდეა ამის დრო, მემორანდუმში ასე წერია, შემდეგ ეს ვაქციოთ კანონად და მივიღებთ იმას, რომ ეს კანონი არჩევნები აღარ გაყალბდება ხოლმე.
ამდენად 'ქართულმა ოცნებამ' დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ. ამპარტავნულ პოზაში ნუ დგანან და ნუ არიან თავისი სიტყვების ტყვეობაში. ამას უნდა გადააბიჯონ. რასაც ვითხოვდით, ის არის მიღწეული'-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია 'მოქალაქეების' წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან იწყებენ.