ხოფის ბაზრობაზე ხანძარია 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა რამდენიმე მაღაზია დააზიანა. დამწვარია ინვენტარი. ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ხანძარი ტანსაცმლის სექციაში გაჩნდა. შემთხვევის ადგილასსახანძრო-სამაშველო სამსახურის ექვსი ბრიგადა მუშაობს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახდებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს.