საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება- კობახიძე
Pirveliradio Ge
საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ "ქართულო ოცნებისგან" სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის. კობახიძის ვარაუდით 113 ხმის მობილიზებას მმართველი გუნდი შეძლებს.
"თუ არ ვცდები, 117 დეპუტატს აქვს გაცხადებული ამ კანონპროექტის მიღება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საფრთხის ქვეშ არ დგას ეს კონსტიტუციური ინიციატივა. ჩვენი მხრიდან არ იქნება არავითარი სიურპრიზი. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ მათი მხრიდან არ იქნება არანაირი სიურპრიზი, მაშინ 113 ხმაზე მეტი იქნება მობილიზებული ამ ინიციატივის გარშემო", - განაცხადა კობახიძემ.
http://pirveliradio.ge/?newsid=144943