დიდუბეში მკაფიოდ ვუჭერთ მხარს ჯაფარიძეს, საბურთალოზე უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ — მელია

On.ge

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ენმ მკაფიოდ მხარს უჭერს ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურად დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, საბურთალოს ოლქში კი "უბრალოდ" საკუთარ კანდიდატს არ დააყენებენ. ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ოპოზიციამ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე წარადგინა, საბურთალოს ოლქში კი — ირაკლი ოქრუაშვილი. https://on.ge/story/61757-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90 "ჩვენ მხარს ვუჭერთ ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატად, მკაფიოდ. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, იქ ჩვენ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ, ვინაიდან ბევრი ღირსეული კანდიდატია თავმოყრილი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან", — აცხადებს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია. #News