24 საათში საქართველოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 62 წლის პაციენტი ქუთაისში ოზურგეთიდან გადაიყვანეს და მას ვირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდა. „კაცი კლინიკაში 24 სექტემბერს შეიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზე იყო. პაციენტს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან და სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან ერთად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღენიშნებოდა.ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- აცხადებენ კლინიკაში. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8696 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4619 ადამიანი, 53 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.