მარნეულის მუნიციპალურ ტრანსპორტში ყოველდღიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

Marneuli Daily

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციების მიხედვით, მარნეულში, მუნიციპალურ ტრანსპორტში გეგმიური, ყოველდღიური სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მარნეულის მერია, ყოველდღიურ რეჟიმში რეკომენდაციების მიხედვით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლს ახორციელებს. მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში, ბანკებთან და საჯარო სივრცეებში, მიმდინარეობს მონიტორინგი, თუ რამდენად ხდება მოქალაქეების მხრიდან სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.