დენდროლოგიური პარკი გაიხსნა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დენდროლოგიური პარკი, რომელიც განაშენიანების პერიოდში ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოექცა, ზოგ შემთხვევაში იგი კრიტიკის მთავარიობიექტი იყო. ხელუხლებელი ბუნების ეფექტის შესაქმნელად სპეციალისტები რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 60 ჰექტარზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონას სპეციალისტები მისი მდებარეობის გამო იდეალურს უწოდებენ. ასწლოვან ხეებთან ერთად, პარკში ხელოვნური ტბა და სპეციალურად ფრინველებისთვის შექმნილ პატარა კუნძულია, რომელზეც ფლამინგოები ბინადრობენ. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი, ასევე ცხოველი ბინადრობს.