ოკუპირებულ აფხაზეთში 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Tbilisi Daily

კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, გუშინ ტესტირება 72 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 15-ს ვირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, გუდაუთის საავადმყოფოში 16 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ, სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ რეგიონში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-ის 274-ი ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 115 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.