გარდაცვლილია 90 000-ზე მეტი ადამიანი
Tbilisi Daily
აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, შეერთებულ შტატებში ვირუსი ამ დრომდე 1 508 000 ადამიანს გამოუვლინდა. ამასთან, ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა კი 90 000-ს გადააჭარბა.
ყველაზე მეტად დაზარალდა ნიუ იორკის შტატი. აქ კორონავირუსს 28 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შემდეგ კი ნიუ ჯერსის შტატია 10 000-ზე მეტი დაღუპულით. ქვეყანაში 283 000-ზე მეტი ადამიანი ვირუსისგან განიკურნა.
აშშ კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა.