ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

Zugdidi Daily

24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს. დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით Covid19-ის 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 60680 გამოჯანმრთელებულია -  45042 მათ შორის გარდაცვლილია - 499 კარანტინის რეჟიმში რჩება - 2982 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2879 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4780 მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #ზუგდიდი #სამეგრელო #zugdididaily