ქუთაისის უნივერსიტეტი კალიგრაფიის კონკურსს ატარებს
Kutaisi Daily
1978 წელს 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. როგორც წესი ამ დღის აღსანიშნად სკოლის მოსწავლეებისთვის ეწყობოდა ტურები უნივერსიტეტებში, ცხადდებოდა მთელი კვირეული და ამაში აქტიურად ერთვებოდნენ როგორც საზოგადო მოღვაწეები,ისე პოლიტიკოსები. წელს 42 წლის წინანდელი მოვლენის აღსანიშნად საჯარო სივრცეში ღონისძიებები ვერ ჩატარდება, თუმცა ქუთაისის უნივერსიტეტმა დედაენის დღე ყურადღების მიღმა მაინც არ დატოვა და კალიგრაფიის კონკურსი გამოაცხადა.
უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ პირობებს:
ქუთაისის უნივერსიტეტი გილოცავთ დედაენის დღეს და გისურვებთ, არასდროს ქცეულიყოს ის მკვდარ ენად.
14 აპრილთან დაკავშირებით გთავაზობთ კალიგრააფიის კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის
პირობები:
☑თეთრ თაბახის ფურცელზე თანამედროვე ქართული დამწერლობის უნიკალური, თქვენეული მოხაზულობით უნდა დაწეროთ -
ქუთაისის უნივერსიტეტი
☑საწერ მასალად გამოიყენეთ მსხვილი წვერის მქონე შავი ფერის მარკერი ან ფანქარი.
☑ნამუშევრის ფოტო გამოგვიგზავნეთ ფეისბუქზე, პირადი შეტყობინების სახით.
☑ნამუშევრები ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე განთავსდება.
☑გამოვლინდება ორი გამარჯვებული: - ხალხისა და უნივერსიტეტის რჩეული
პრიზი: უნივერსიტეტის ბრენდირებული ჰუდები.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა : 17 აპრილი 00:00 საათი
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.
გისურვებთ წარმატებებსა და ჯანმრთელობას!",- ვკითხულობთ განცხადებაში.
#ქუთაისისუნივერსიტეტი
#კალიგრაფიისკონკურსი
#kutaisidaily