ბართან მომსახურება იკრძალება

Tbilisi Daily

საკორდინაციო საბჭოს მიერ 9 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი კვების ობიექტების (რესტორანი, კაფე, სასადილო, საოჯახო სამზარეულო და ა.შ.) საქმიანობა აუცილებელია განხორციელდეს, სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების სრული დაცვით. საზოგადოებრივი კვების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: კვების ობიექტზე, შესასვლელში უნდა განხორციელდეს როგორც დასაქმებულთა, ასევე მომხმარებლების თერმოსკრინინგი; კვების ობიექტზე მოცდის პროცესის განხორციელებისას, დახურულ სივრცეში, სავალდებულოა პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა; კვების ობიექტის შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; მომხმარებლებს მომსახურება უნდა მიეწოდოთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდით (კონკრეტული მომხმარებელი მისივე მაგიდიდან აძლევს შეკვეთას); ბართან მომსახურების აკრძალვის შესაბამისად სასმელის შეკვეთა მომხმარებელს შეუძლია თავისივე მაგიდიდან; მაგიდებს შორის დაცულ უნდა იყოს სულ მცირე 2 მეტრიანი მანძილი; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი; ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2,25მ2-ს; მაგიდებისთვის გამოიყენეთ ერთჯერადი გადასაფარებელი; სკამის საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრი; დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დასაშვებია მაქსიმუმ 6 პირის განთავსება; ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დასაშვებია მაქსიმუმ 12 პირის განთავსება; განსაზღვრული წესების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით; სალაროსთან დაამონაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი; უზრუნველყავით ობიექტი ანტისეპტიკური საშუალებით, ერთჯერადი ხელსახოცებითა და ხელის ჰიგიენით; იხელმძღვანელეთ დასუფთავებისა და დეზინფექციის წესებით. შეზღუდულია ბართან მომსახურება; გასართობი დაწესებულებების, ე.წ. ღამის კლუბების საქმიანობა; როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში 10-ზე მეტი პირის მონაწილეობით საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიების (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) ჩატარება