უეფამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. ქალთა შორის კი სეზონის მთავარი ჯილდო ასევე თავდამსხმელ ჰერნილ ჰარდენს („ვოლფსბურგი“/„ჩელსი“) გადაეცა. ლევანდოვსკი და ჰარდენი თავიანთ სათამაშო პოზიციაზეც საუკეთესოებად გამოცხადდნენ. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გასული სეზონის გამორჩეული მოთამაშეები დღეს, ჟენევაში დაასახელა, ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას. მამაკაცებში პოზიციების მიხედვით პრიზები ასე გადანაწილდა: საუკეთესო მეკარე - მანუელ ნოიერი („ბაიერნი), მცველი - ჯოშუა კიმიხი („ბაიერნი“), ნახევარმცველი - კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“), მწვრთნელი - ჰანს-დიტერ ფლიკი („ბაიერნი“). ქალთა შორის, ჰერნილ ჰარდენის გარდა, ყველა პრიზს „ლიონის“ წევრები დაეუფლნენ. საუკეთესო მეკარე გახდა სარა ბუადი,  მცველი - ვენდი რენარი, ნახევარმცველი - ჯენიფერ მაროჟანი და მწვრთნელი - ჟან-ლუკ ვასერი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30868888.html #ახალი_ამბები #twitter