პანდემიის გამო მერიის 10-მდე პროექტი ვერ განხორციელდა
Tbilisi Daily
პანდემიის გამო, თბილისის მერიამ 2020 წელს დაგეგმილი 10-მდე პროექტი, მათ შორის დიდი გამზირების რეაბილიტაცია ვერ განახორციელა.
აღნიშნულის გამო, ჯამში საკუთარ შემოსავლებში კლება 159,5 მილიონ ლარს შეადგენს.
„პანდემიის გამო, 2020 წელს, თბილისის განვითარების ფონდმა ვერ განახორციელა შემდეგი პროექტები: ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია; მტკვრის სანაპიროს კავშირები; გუდიაშვილის ქუჩისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია; ინგოროყვასა და სულხან- საბას ქუჩების რეაბილიტაცია;
ასევე, ამავე მიზეზით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერ განახორციელა გლდანის ტბის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვერ განახორციელა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია; წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია; უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის ( ბაგები ) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა; მარშალ გელოვანის გამზირის და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობა. ჯამში საკუთარ შემოსავლებში კლება შეადგენს 159,5 მილიონ ლარს“, - აღნიშნულია მერიის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.