ენდელაძე - თენგიზ ცერცვაძე არც ქვეყანას უღალატებს და არც კოვიდინფიცირებულებს
Tbilisi Daily
ბატონი თენგიზი არ უღალატებს არც ქვეყანას და არც კოვიდინფიცირებულებს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმის შესახებ, რომ ბატონი თენგიზი თანამდებობას ტოვებს ჩემთვის არასდროს ყოფილა ცნობილი. ბატონი თენგიზი მუდმივად არის დატვირთულ რეჟიმში, არის ყოველ დღე თათბირები. ის არ დატოვებს თანამდებობას, არ უღალატებს არც ქვეყანას და არც კოვიდინფიცირებულებს. ამიტომ ეს საკითხი აღარ არის განსახილველი“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
1-ელ ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.