სუს მთავარი არხისგან დაუმონტაჟებელ ვიდეოს ითხოვს, სასამართლომ განჩინება უკვე გამოიტანა
On.ge
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარ არხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ტელეკომპანიამ ფაქტები განზრახ დაამახინჯა. საუბარია სიუჟეტზე, სადაც ჟურნალისტი ამბობდა, რომ მარნეულში მოქალაქეებს სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილი ნათესავების დაღუპვის მიზეზად კორონავირუსის მითითებაში ფულს სთავაზობდნენ.
https://on.ge/story/59148-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A1-%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AE-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარ არხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ტელეკომპანიამ ფაქტები განზრახ დაამახინჯა. საუბარია სიუჟეტზე, სადაც ჟურნალისტი ამბობდა, რომ მარნეულში მოქალაქეებს სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილი ნათესავების დაღუპვის მიზეზად კორონავირუსის მითითებაში ფულს სთავაზობდნენ.
უწყება მთავარი არხისგან მასალის სრული, უწყვეტ და დაუმონტაჟებელი ვერსიის მიწოდებას ითხოვს. მათი თქმით, სასამართლომ შესაბამისი განჩინება უკვე გამოიტანა და მთავარი არხის ხელმძღვანელობას დღეს ჩაბარდება.
"2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა შაბათის მთავარში გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით.
#News
#Covid19