სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: საქართველოს მთავრობას დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოვუწოდებთ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს შესახებ. დონფრიდმა აღნიშნა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს დემოკრატიისთვის არსებითად მნიშვნელოვანი რეფორმები. მან ასევე უპასუხა კითხვას ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების შესახებ და თქვა, რომ ამ ინსტრუმენტს შტატები მთელს მსოფლიოში იყენებს, მაგრამ წინასწარ არასოდეს აანონსებს, ვის წინააღმდეგ შეიძლება იყოს დაწესებული სანქციები.
"მოგეხსენებათ, სანქციები არის საშუალება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არასდროს ვახმოვანებთ წინასწარ სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაციას. საქართველოსთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, გაატარონ არსებითი დემოკრატიული რეფორმები, რომელზეც ჩვენ ასე მჭიდროდ გვიმუშავია ქართულ მხარესთან. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიები და ჩვენი დემოკრატიების გაძლიერებისთვის ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დემოკრატიის მშენელობა პროცესია და შტატები ეხმარება პარტნიორებს ამ პროცესში.
"დემოკრატიისთვის თავისუფალი მედია კრიტიკულად მნიშვნელოვანია" - ასე უპასუხა კარენ დონფრიდმა მთავარი არხის ჟურნალისტის კითვას ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31890910.html
Source: radiotavisupleba.ge