სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები მესტიის მუნიციპალიტეტში.

Zugdidi Daily

მესტიის მუნიციპალიტეტში გაუარესებულმა ამინდმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა ღელეები და ჩამოწვა მეწყერი. სოფელ ადიშში, მულახში, ლენჯერსა და კალაში შიდა სამანქანე გზები ჩაიხერგა. ამ დროისთვის ყველაზე რთული ვითრება სოფელ ადიშშია, სადაც მდინარის ადიდების შედეგად წაღებულია 400 მეტრიანი სამანქანე გზა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანმა ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : „ახლა მიგვყავს მუშა ჯგუფი ადიშში, რომელიც შეისწავლის სიტუაციას და ჩვენ უახლოეს ხანებში ადიშში დროებით გზას გავაკეთებთ. შემდგომ ამისა იქნება უკვე გეგმიურად გაკეთებული გზის საფარი.“ დანარჩენ სოფლებში გაცილებით ნაკლები იყო წვიმის შედეგად მიყენებული ზიანი და ტექნიკის დახმარებით უკვე სრულდება გზების გაწმენდა, ასევე საპრევენციო ღონისძიებების ჩატარებაც. სამეგრელო-ზემო სვანეთში მესამე დღეა წვიმს. სინოპტიკოსების ვარაუდით ორშაბათიდან გამოიდარებს. #მესტია #ადიში #სამეგრელოზემოსვანეთი #გაუარესებულიამინდი #ძლიერიწვიმა #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com