თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნულმა ბანკმა, ვინაიდან ქვეყანაში უკონტროლო ფასების ზრდაა

Pirveliradio Ge

თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნულმა ბანკმა, ვინაიდან ქვეყანაში არის ფაქტობრივად უკონტროლო ფასების ზრდა - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. ოპოზიციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან კითხვები აქვთ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ეს სებ-ის არაადეკვატური გადაწყვეტილებების შედეგია. „თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნულმა ბანკმა, ვინაიდან ქვეყანაში არის ფაქტობრივად უკონტროლო ფასების ზრდა, ლარის კურსი მთელი ამ დროის განმავლობაში უფასურდებოდა და ეროვნულ ბანკს არასდროს მიუღია დროული და ადეკვატური ზომები ვალუტის კურსისა და ფასების სტაბილურობის მიმართულებით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. http://pirveliradio.ge/?newsid=144895