ბათუმში სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, ლეონიძისქუჩაზე ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო ავტომობილს, რომელშიც მოქალაქეებს მანდარინი ჰქონდათ შენახული.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება. მაშველებმა პროდუქტის გამოტანა მოახერხეს.
თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილი უკვე წლებია აღნიშნულ ტერიტორიაზეა გაჩერებული, ის მუშა მდგომარეობაში არ იყო და საწყობად იყენებდნენ.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.