მარნეულში „ჯეოჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141781 მარნეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, „ჯეოჰოსპიტალსის“ ექთანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. კლინიკაში პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ მიიღეს. როგორც „ჯეოჰოსპიტალსის“ ექიმები განმარტავენ, კოვიდინფიცირებული ექთნის კონტაქტები დადგენილია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა.