დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 3 330 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Tbilisi Daily
გაერთიანებულ სამეფოში კოვიდინფიცირების ახალმა შემთხვევებმა 3 330 შეადგინა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით ნაკლებია. ბოლო 24 საათში ვირუსს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 41 628-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ორშაბათიდან ბრიტანეთში სოციალურ შეკრებასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რაც ექვს ადამიანზე მეტი პირის ყოფნას კრძალავს.