მცენარეული მედიცინა ვირუსის წინააღმდეგ

Headline

კორონავირუსულ პანდემიას მსოფლიო უკვე თვეებია ებრძვის. არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადებას მკურნალობს. შესაბამისად ადამიანების ნაწილმა ალტერნატიული მედიკამენტების მოხმარება დაიწყო. ეს მცენარეული მედიცინა გახლავთ. ამ მედიცინის განვითარებას ხშირად მთავრობებიც უწყობენ ხელს. ამ მეთოდით მკურნალობა ყველაზე აშკარა ინდოეთში და ჩინეთში, მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებშია, რომლებსაც აქვთ ღრმა ისტორია და ტრადიციები მიმართონ ასეთ მკურნალობას. ინდოეთის მთავრობამ ამის შესახებ განცხადება გააკეთა. ისინი ფიქრობენ , რომ შესაძლოა ეს მედიკამენტები გარკვეული ინფექციების აცილებაში დაეხმაროთ. ჩინეთში, სადაც პანდემია დაიწყო, ოფიციალურმა პირებმა დაუსაბუთებლად განაცხადეს, რომ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ტრადიციული მედიცინა გამოიყენეს. ვენესუელაში, სადაც ჯანდაცვის სისტემა სასტიკად არის დამსხვრეული, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მცენარეული ჩაი დალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ურჩია, რომ "ტრადიციული მცენარეული სამკურნალო საშუალებები" გაეღოთ თავის ვებგვერდზე. მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ ზოგი ალტერნატიულ მედიცინას მიმართავდა რათა "შეამციროს COVID-19 მსუბუქი სიმპტომები", - თქვა ჯანმო სპიკერმა ტარიკ ჯასარევიჩმა. წყარო: With no approved drugs for the new coronavirus, some people are turning to alternative medicines, often with governments promoting them. (https://apnews.com) #coronavirus #covid19 #medicine #headline #who #herbal