სტიქია ხარაგაულში

Tbilisi Daily

ხარაგაულში სტიქიამ სოფლები ხუნევი და ვეტყვიჭალა დააზარალა. ხშირი წვიმების შემდეგ მდინარე ძირულა კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა ნაკვეთები და მოსახლეობის ნაწილს მოსავალი გაუნადგურდა. წყალდიდობამ სოფლებში გზებიც დააზიანა. თუმცა გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია. #ხარაგაული #სტიქია #ხუნევი #Tbilisidaily #Dailynews