გახარია თუ ბახტაძე?

Tbilisi Daily

პრემიერი გახარია და მისი წინამორბედი მამუკა ბახტაძე სავარაუდოდ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იქნებიან. თუმცა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი დაკონკრეტებას არ ჩქარობს. "მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი საპარლამენტო სიაში იყოს. ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ, მათ შორის თავად პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის საფუძველზე. ყველაფერი დანარჩენზე, რაც სიას უკავშირდება, საუბარი ჯერ ნაადრევია. კონსულტაციები იქნება და თითოეულ კანდიდატზე გადაწყვეტილებას მივიღებთ. ყველასთან იქნება საუბარი, რა თქმა უნდა, მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება გვქონდეს საუბარი, თუ მას ასეთი ინტერესი აქვს. კონკრეტული კონსულტაციები აქამდე არვისთან არ ყოფილა"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. ქართულიოცნება საარჩევნოსია გახარია tbilisidaily