ხმაური აჭარის ტელევიზიასთან - აქციის მონაწილეებმა შესასვლელის ბლოკირება სცადეს
Tbilisi Daily
ხმაური აჭარის ტელევიზიასთან - აქციის მონაწილეებმა შესასვლელის ბლოკირება სცადეს
ხმაური იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან. მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას და "მე მიყვარს ბათუმის" წევრებს შენობის წინ გაშლილი კარვის გადადგმა შესასვლელ კართან სურდათ, რისი საშუალებაც მათ დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.
ალექსანდრე მილორავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით მეოთხე დღეა შიმშილობს. იგი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრას ითხოვს.
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. მაუწყებლის მენეჯმენტი შესაბამისი ორგანოებისგან რეგირებას ითხოვს, რადგან, მათი მოსაზრებით, შენობის წინ მიმდინარე აქცია გასცილდა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მოთხოვნებს.