პირბადეებზე რეგულაცია არ გულისხმობს სკოლის მოსწავლის დაჯარიმებას - ოხანაშვილი
Pirveliradio Ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე პირები არ დაჯარიმდებიან, ვინაიდან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან.
„ესაა რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ვინმე სკოლის მოსწავლე დააჯარიმოს. 16 წლის ასაკიდან ადმინისტრაციული სამართალი ცნობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ზოგადად, სამართალი ცნობს პრინციპს, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლეს სჭირდება დაცვა, ვერავინ დაავალდებულებს, რომ გაიკეთოს პირბადე. ეს სპეკულაციებიც უნდა გამოვრიცხოთ. ვერავინ ვერ დააჯარიმებს იმას, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეც არ შეუძლია პირბადის ტარება. ჩვენ მივიღებთ ისეთ პროექტს, რომელიც იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
http://pirveliradio.ge/?newsid=145087