ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 175 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 436 319 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 25 015 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.