Ryanair-ის გარკვეული ფრენების აღდგენა ივლისიდან სურს
Headline
ირლანდიურ ბიუჯეტურ (დაბალფასიან) ავიაკომპანია Ryanair-ს ივლისიდან, მისი საერთო ფრენების 40%-ის აღდგენა სურს.
კომპანიის რეკომენდაციების შესაბამისად, მგზავრებს აეროპორტში ტემპერატურის გაზომვა მოუწევთ. გარდა ამისა, მათ პირბადის ტარების ვალდებულება ექნებათ ან სასუნთქი არეალის (ცხვირი, პირი) სხვაგვარი დაფარვა მოუწევთ, ხოლო ტერმინალებში აუცილებლად უნდა ისარგებლონ სადეზინფექციო საშუალებებით.
თვითმფრინავის ბორტზე არსებული საპირფარეშოს რიგში დგომა აიკრძალება და მგზავრებს მხოლოდ ეკიპაჟის წევრების ნებართვით შეეძლებათ აღნიშნულით სარგებლობა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#pandemic
#flight
#Ryanair
#economy
#tourism
#headline