საბერძნეთში – 82 და 73 წლის ქალებმა საკუთარ დას 100.000 ევროს ღირებულების სამკაულები მოპარეს
Tbilisi Daily
კუნძულ კარპათოსის მაცხოვრებლები ცოტა ხნის წინ მომხდარი უპრეცენდენტო ქურდობის გამო შოკირებული არიან. ამის შესახებ ინფორმაციას georgians.gr – ავრცელებს.
როგორც გაირკვა, ადგილობრივმა 65 წლის ქალბატონმა პოლიციის განყოფილებას დახმარებისთვის მიმართა. ხანდაზმულმა ქალმა სამართალდამცველებს მისი სახლიდან გაუჩინარებული ძვირფასეულობის შესახებ უამბო.
როგორც გაირკვა, ქალს საძინებელში ჰქონდა ყუთი, სადაც ინახავდა დაახლოებით 100.000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობას.
პოლიციამ გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ „მძარცველები“ თავად მისი დები იყვნენ და ამის შესახებ მაშინვე აცნობეს.
არსებული ცნობებით, დებს შორის იყო უთანხმოება მემკვიდრეობის გამო, რომელიც მას ამ სამკაულების სახით გადაეცა და შურიდან გამომდინარე, მათი მოპარვა გადაწყვიტეს.
ყველა ძვირფასი ნივთი, რომელიც მისი სახლიდან გამოიტანეს, 73 წლის ქალს აღმოუჩინეს, რის შედეგადაც ორივე დააკავეს და საქმე როდოსის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაეგზავნა.