მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული, მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხალხთან ერთად

Pirveliradio Ge

მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული, მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხალხთან ერთად, ნაციონალური მოძრაობა ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. "არ არის ისეთი ფიგურა გიორგი ვაშაძე, რომ მე მასზე ბევრი დრო დავხარჯო. ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, მეორე მხარეს ქართველი ხალხი, ქართველ ხალხთან ერთად ვარ მე და ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ოღონდ არა იმ საქმეში, რომ ივანიშვილის მმართველობა გააგრძელოს. ვისაც უნდა ივანიშვილის მარიონეტობა და თუ ეს არის ახალგაზრდა ადამიანის ოცნება ყველაზე მეტი, რომ ივანიშვილის თამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს, ვერ ითამაშებს ვერც ეგ [გიორგი ვაშაძე] და ვერც ვერავინ, იმიტომ, მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული, მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხალხთან ერთად, ნაციონალური მოძრაობა ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელიც დაიწყებს საქართველოს ხელახლა აშენებას." - აცხადებს სააკაშვილი.