საქართველოში 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათში საქართველოში 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 206 313-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 418 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 420 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 677 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 1 393 ადამიანი იმყოფება.