სამუშაო შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციასა და ესპორტის საკითხებთან დაკავშირებით.

Marneuli Daily

29 აპრილს, მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციასა და ესპორტის საკითხებთან დაკავშირებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ადგილზე პირადად მოინახულეს მარნეულში ცივი შენახვის სასაწყობე მაცივრები. დღის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის აგრარულ ბაზარში სამუშაო პროცესს გაეცნენ. #სოფლისმეურნეობა #მარნეული #შეხვედრა #marneulidaily