European Best Destinations: ბათუმი ტოპ-10 უსაფრთხო ქალაქშია

Batumi Daily

გამოცემა European Best Destinations-მა ბათუმი, თბილისთან ერთად, ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქში შეიყვანა (პანდემიის მართვის კუთხით). გამოცემა ტურისტებს ზუსტად ამ ათ ქალაქში დასვენებას ურჩევს უსაფრთხოდ და ხარისხიანად. გამოცემა აღნიშნავს, რომ სტაბილურ ეპიდსიტუაციასთან ერთად, ბათუმში კრიმინალური აქტივობის დონეც ევროპის დედაქალაქებზე საშუალოდ 5-ჯერ დაბალია. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კი, ქალაქში და მთლიანად აჭარის რეგიონში უკვე ერთი თვეა რაც ახალი ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ყველა არსებული პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. გამოცემა აღნიშნავს ბათუმის ისტორიისა და თანამედროვეობის სინთეზს და ეპატიჟება სტუმრებს აჭარაში ქართული ღვინის გასასინჯად. ბათუმთან და თბილისთან ერთად საუკეთესო უსაფრთხო მიმართულებებში შევიდა ვარშავაც, ვენაც და ვილნიუსიც. #ბათუმი #უსაფრთხო #დასვენება #ტურიზმი # batumidaily