ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
Tbilisi Daily
ხმაურის და პროტესტის ფონზე გადასცა ბათუმის საკრებულომ ბულვარის ტერიტორიაზე 341 კვ.მ. შპს "ამბასადორ ბათუმს.
საზოგადოება "ბათომის" წევრები ითხოვდნენ ბათუმელების ნების წინააღმდეგ დეპუტატები არ წასულიყვნენ და ქალაქისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. თუმცა 11 მომხრე 5 წინააღმდეგი საკითხი მაინც დამტკიცდა.
შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდაც სურს, მერიისგან დამატებით ითხოვდა 341 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობსაც, თუმცა უცნობია რის გაკეთებას აპირებს ამ მიწაზე.
თანხმობის შემთხვევაში კი, კომპანია ამ ტერიტორას 39 წლით მიიღებს. ის მერიას ჰპირდება, რომ 700 ათასი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.