ეს არის თავის დროზე სწრაფ ტესტებზე უარის თქმის ფასი - ჭიაბერაშვილი კარანტინის რეჟიმის გამკაცრებაზე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141147 ​ეს არის თავის დროზე სწრაფ ტესტებზე უარის თქმის ფასი - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, "ფორმულსათან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ასეთი მძიმე საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა მიმართავს იმის საკონპენსაციოდ, რომ თავის დროზე არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული ფართო დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. „პრაქტიკულად, ასეთი მძიმე საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა მიმართავს იმის საკონპენსაციოდ, რომ თავის დროზე არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული ფართო დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. ახლა ეს გადაწყვეტილება დიაგნოსტიკაზე მთავრობამ მიიღო, ოღონდ ჯერ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის სწრაფი ტესტები და სამწუხაროდ, მთავრობას უწევს ასეთი მკაცრი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რაც ძალიან ბევრ ოჯახს შიმშილის წინაშე აყენებს. ეს არის თავის დროზე სწრაფ ტესტებზე უარის თქმის ფასი“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.