საქართველო სხვადასხვა მწარმოებელთან მუშაობს, რომ კოვიდვაქცინის გარკვეული დოზა ადრე მიიღოს

Tbilisi Daily

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ე­ბელ­თან მუ­შა­ობს, რომ ვაქ­ცი­ნის გარ­კვე­უ­ლი დოზა ადრე მი­ი­ღოს. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასე­ვე ცდი­ლობს სწრა­ფად მი­ი­ღოს ის ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია სერ­თი­ფი­ცი­რე­ბას გა­უ­კე­თებს. გარ­და ამი­სა, გამ­ყრე­ლი­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის დი­რექ­ტო­რის, ჰანს კლუ­გე­სა და მისი მო­ად­გი­ლის სტუმ­რო­ბა შე­ა­ფა­სა. მისი თქმით, სტუმ­რებ­მა ლუ­გა­რის ცენ­ტრი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, გა­ეც­ნენ მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პებს და შემ­დგო­მი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც და­ი­სა­ხა. "სა­ქარ­თვე­ლო­ში კლუ­გეს პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტია მისი დი­რექ­ტო­რად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, რა­მე­თუ უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­მა­ვა­ლი 5 -წლი­ა­ნი პროგ­რა­მა, ქვეყ­ნებ­თან მუ­შა­ო­ბის სტრა­ტე­გია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეხ­ვედ­რე­ბი მა­ღალ დო­ნე­ზე იმარ­თე­ბა. ის ხვდე­ბა ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს, ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს და სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლებს. დღეს ვი­ზი­ტი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში იყო. ჯან­მრთე­ლო­ე­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვე­ნი ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია და ბევ­რი პროგ­რა­მა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში მათი მხარ­და­ჭე­რი­თა და მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მათ გა­ვა­ცა­ნით ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ის ხედ­ვე­ბი, რაც გვაქვს ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა, ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის, ერ­თი­ა­ნი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სის­ტე­მის, არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის, გა­რე­მოს და ჯან­მრთე­ლე­ბოს პრობ­ლე­მებ­ზე. ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და კო­ვი­დის სა­კი­თხებ­ზე და კო­ვიდ­თან ბრძო­ლა­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა ცენ­ტრის როლ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზი გა­ეს­ვა პერ­სპექ­ტი­ვას კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.