ბათუმის მერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერები ჩამოხსნა და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმის მერიამ, ქალაქში განთავსებულ რამდენიმე ადგილას „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერები ჩამოხსნა დასამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის მერიაინფორმაციას ავრცელებს.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, ორ ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით“, - ნათქვამია, ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.