"კაწრო" გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

Tbilisi Daily

ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის, იგი­ვე "კაწ­როს" მე­უღ­ლემ ნა­თია რუ­ხა­ი­ამ ნიკა გვა­რა­მი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ას სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა. რო­გორც ქარ­ტი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, საქ­მე­ზე ქარ­ტი­ას თავ­და­პირ­ვე­ლად თა­ვად ბი­ლა­ნიშ­ვილ­მა მი­მარ­თა, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქარ­ტი­ის სამ­დივ­ნოს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად, საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბე­ლი და­ზუს­ტდა და ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი ნა­თია რუ­ხა­ი­ამ შეც­ვა­ლა. სამ­დივ­ნომ და­საშ­ვე­ბად ცნო ნა­თია რუ­ხა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა ნიკა გვა­რა­მი­ას წი­ნა­აღ­მდეგ.მხა­რე სა­და­ვოდ ხდის 2020 წლის 7 ივ­ლისს ნიკა გვა­რა­მი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში თეთრპე­რან­გი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი იყო.განმცხა­დე­ბე­ლი და­ვობს ქარ­ტი­ის შემ­დე­გი პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე: პირ­ვე­ლი - ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­ზუს­ტე; მე­სა­მე - და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი წყა­რო; მე­თერ­თმე­ტე - ფაქ­ტის გან­ზრახ და­მა­ხინ­ჯე­ბა. ქარ­ტი­ის საბ­ჭო გან­ცხა­დე­ბას ღია სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლავს და გა­და­წყვეტს, და­ირ­ღვა თუ არა ქარ­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბი.