გერმანიაში 20 ათასამდე საქმე აღძრეს კორონავირუსთან დაკავშირებული მაქინაციების გამო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პანდემიის პერიოდში გერმანიაში აღიძრა 20 ათასამდე სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც კავშირი აქვს კორონავირუსთან. ამის შესახებ გამოცემა Welt-ს უამბო გერმანიის მოსამართლეთა ფედერალური გაერთიანების ხელმძღვანელმა, სვენ რებენმა. სისხლის სამართლის საქმეები ეხება სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების უკანონოდ მიღებას, ყალბი ინტერნეტ-მაღაზიების შექმნას და ყალბი მედიკამენტების და უხარისხო დამცავი ნიღბების გაყიდვას. რებენის ინფორმაციით, სასამართლოებში ამ საქმეების განხილვა 2021 წელსაც გაგრძელდება. გერმანიაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 932 ათასზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 14 300-ს აჭარბებს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30964017.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)