მაუწყებლის სარედაქციო საბჭოს დებულება შესაძლოა შეიცვალოს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში სარედაქციო საბჭოს აღდგენის დოკუმენტის მესამე პუნქტის შეცვლას ორი მრჩეველი მოითხოვს.
მრჩეველთა საბჭოს წევრი თამარ წილოსანი და სოსო სტურუა მიიჩნევენ, რომ სარედაქციო საბჭო კოლეგიალური ჯგუფით უნდა დაკომპლექტდეს და ის დამოუკიდებელი უნდა იყოს ადმინისტრაციისგან. სარედაქციო საბჭოს წევრების საქმიანობა კი რეკომენდაციებს უნდა იყოს ეყრდნობოდეს.
სოსო სტურუას განცხადებით, დებულება რომელსაც გიორგი კოხრეიძემ ხელი გუშინ მოაწერა მაუწყებლის შესახებ კანონზე დაყრნობითაა მომზადებული. მისი რომელიმე ნორმის ცვლილებას მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მინიმუმ 4 მრჩევლის მხარდაჭერა სჭირდება. საკითხს მრჩეველთა საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.