ექსპერტიზის დასკვნით, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი კისერზე დაწოლამ და გულის გაჩერებამ გამოიწვია

Pirveliradio Ge

ჯორჯ ფლოიდი მოკლულია, ამას უკვე სამედიცინო ექსპერტიზა ადასტურებს. ოჯახის მიერ დანიშნული ექსპერტიზა ასფიქსიას ასახელებს მიზეზად, რამაც გამოიწვია აფრიკელ-ამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი პოლიციელების ხელში. ფლოიდი მინეაპოლისში, მინესოტაში დაიღუპა და მისი სიკვდილის შემდეგ აშშ-ში უკვე ექვსი დღეა არ წყდება მღელვარე საპროტესტო გამოსვლები. როგორც ექსპერტიზაში მონაწილე ერთ-ერთმა ექიმმა, მაიკლ ბეიდენმა 1 ივნისს პრესკონფერენციაზე თქვა, ფლოიდის სიკვდილი გამოიწვია პოლიციელების მიერ მის კისერზე და ზურგზე განხორციელებულმა ფიზიკურმა ზეწოლამ. ექსპერტიზის შედეგები განსხვავდება პირველადი გაკვეთის შედეგებისგან, რომელიც ოლქის ექიმმა ჩაატარა და დაასკვნა, რომ არაფერი ამყარებდა "ტრავმული ასფიქსიის ან დახრჩობის" დიაგნოზს. http://pirveliradio.ge/?newsid=144643