დღეს ამინდი გაუარესდება
Tbilisi Daily
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ნოემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ზოგიერთ რაიონში აგრეთვე მოსალოდნელია მცირე ნალექი.
ამავე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.