აშურა

Middleeast Report

ისლამური კალენდარის მიხედვით მუჰარამის თვე (პირველი თვე) დაიწყო, ხოლო ამ თვის მე-10 დღეს აშურა დგება. (The Ashura Day) მუსლიმებს სჯერათ, რომ ამ დღეს ნოემ კიდობანი დატოვა, ხოლო მოსე ფარაონებისგან გათავისფულდა. წინასწარმეტყველი მუჰამედი აშურას პერიოდში მექაში ლოცულობდა და მარხულობდა, რაც შემდგომ ყველა მუსლიმისათვის ტრადიციად და რელიგიის შემადგენელ ნაწილად იქცა. თუმცა შიიტებისათვის აშურა არის გლოვის დღე. ამ დღეს, 680 წელს მუჰამადის შვილისვილი ჰუსეინი ტრაგიკულად ქერბელას ბრძოლის შედეგად დაიღუპა. იმის შემდეგ, შიიტები ყოველ წელს ქერბელაში პილიგრიმობას ასრულებენ. სუნიტები კი ამ დღეს უბლოდ მარხულობენ ( ეს მარხვა რამაზანის თვისგან შედარებით სავალდებულო არ არის). ტრადიციულად შიიტურ სამყაროსში - ირანი, ლიბანი, აზერბაიჯანი და რიგ ქვეყანაში ამ დღეს სამგლოვიარო რიტუალებს ასრულებენ. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თავი მოარიდონ მასობრივ შეკრებებისაგან, რადგან ინფიცირების შემთხვევაში კლინიკები ვერ გაუმკლავდებიან დაინფიცირებულთა დიდ ნაკადს. "The situation has become out of control, there are many cases, and the hospitals are no longer able to cope," Nasrallah said on August 17, urging worshippers to instead put up black flags outside their homes and shops to mark the religious event. - ამბობს ჰასან ნასრალა, ლიბანის ჰეზბოლას ლიდერი. შიიტურ სამყაროში, იმამ ჰუსეინის ტრაგიკული ისტორია და სიკვდილი უსამართლობასთან, ტირანიასთან და ჩაგვრასთან ბრძოლის სიმბოლოა. #ახალიამბები #პოლიტიკა #ისლამი #ისტორია #ირანი #გლოვა #რელიგია #news #politics #opinion #shia #muslims #ashuraday #history #religion