საქართველოში COVID - 19-ის დადასტურებული შემთხვევების 51.5% 30-59 წლის ადამიანებზე მოდის
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
PCR ტესტირებით დადასტურებული COVID - 19-ის შემთხვევათა შორის პაციენტების მაქსიმალური ასაკი იყო 95 წელი, ხოლო მინიმალური - 1 თვე. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ანგარიშში ინფიცირებული პაციენტების მონაცემები ასაკის მიხედვით არის მოცემული. 0-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი ინფიცირებულთა შორის 13,4%-ს შეადგენდა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (51.5%) ვრცელდება 30-59 წლის ადამიანებზე.
PCR-ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს პაციენტების 36.2% იყო ასიმპტომური, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, ანგარიშის თანახმად, შესაძლოა, მოგვიანებით გამოვლენილიყო გარკვეული სიმპტომები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30876783.html
#ახალი_ამბები
#twitter