ქვეყანაში ორპოლუსიანი შაპიტოს ცირკი გვაქვს - კობერიძე
Pirveliradio Ge
ორპოლუსიანი შაპიტოს ცირკი გვაქვს ჩვენ დღეს ქვეყანაში - ამის შესახებ „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობერიძემ ასევე აღნიშნა, რომ თუკი ეს ქონებები გამოყენებულია წინასაარჩევნო მოსყიდვისთვის, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.
"საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელი მერი, მინისტრები გამოვიდნენ და მკაფიოდ თქვან, როგორ იყო ეს ტერიტორია გასხვისებული, რა პირობებით გადაეცა ეს "ქართუ ფონდს" თუ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს ქონებით ხდება ერთგვარი პინგ- პონკის თამაში. ერთმანეთს გადასცემდნენ ეს ხელისუფლებები სახელმწიფოს ქონებებს და ახლა კაპიკებში ხელში ჩაგდებულს მას იყენებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ.
ორპოლუსიანი შაპიტოს ცირკი გვაქვს ჩვენ დღეს ქვეყანაში და ამას ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს. თუკი რამე გაკეთდება კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინანდელი "ქართული ოცნების" დაპირებები გვახსოვს და გვეგონა, რომ წყალტუბო იქნებოდა რეაბილიტირებული. არავის თითი თითზე არ დაუდია. თუკი ეს ქონებები გამოყენებულია წინასაარჩევნო მოსყიდვისთვის, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, თორემ, თუკი რაიმე გაკეთდება, ამაში ცუდი არაფერია,"- განაცხადა კობერიძემ.